Copyright© პიერ ცაგურია - 2025 Powered by Catalogger

შესახებ

ეს ვებგვერდი არის ჩემი პირადი ბლოგი, რომლის მიზანია სტატიების გამოქვეყნება საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ საითხებზე. ასევე, მე ვაპირებ გამოაქვეყნო სტატიები შესაძლო პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოში.

ეს ვებგვერდი შეგნებულად გამოქვეყნებულია ისეთ პლათფორმაზე, რათა პოპულარული სოციალური ქსელებისა და ჩვეულებრივი საკომუნიკაციო არხების მიღმა იყოს, ვინაიდან პოლიტიკური ცენზურა იყოს რთული და ბოტების თავდასხმები იყოს მართვადი. თითოეული სტატია მკითხველს შეუძლია მისი სურვილისამებრ გააზიაროს სოციალურ ქსელებში ან სხვა მედიაში.

სოციალური ქსელებისა და მედიისგან დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიებისგანაც დამოუკიდებლობას ნიშნავს, რასაც, სამწუხაროდ, დღეს არაფერი მოაქვს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ცვლიან კანონის აღსრულების, რეპრესიებისა და კორუფციის იგივე ჩარჩოებით.

დომენური სახელი „ერთი კანონი საქართველოსათვის“ შეირჩა იმისთვის, რომ გააშუქოს დღეს საქართველოში არსებული მთავარი პრობლემა: მართლმსაჯულების არარსებობა.

„ერთი კანონი“ ნიშნავს ერთ კანონს ყველასთვის, ანუ ეს კანონი ვრცელდება საზოგადოების ყველა წევრზე გამონაკლისის გარეშე. 2024 წელს მართლმსაჯულების, უფრო მეტიც, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არარსებობაზე მიუთითებდნენ ოლიგარქიის მიერ დაწესებული რუსეთის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე და 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზეც.

2024 წელს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიები აჩვენებს არსებულ მდგომარეობას: სამართლიანობა საბჭოთა რეაქციონერების ხელშია, რომლებიც მონოპოლიზებენ ქვეყნის მთელ ადმინისტრაციას და სიმდიდრეს. სამართლიანობის გარეშე ჩვენ არ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, არ გვაქვს ღია ბაზრები, არც ინვესტიციები და არც ეკონომიკური ზრდა. სამართლიანობის არარსებობა არის ნებისმიერი ავტოკრატიის კომპონენტი მთელ მსოფლიოში. ეს დაკავშირებულია მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებთან, კორუფციის ზრდასთან და ფინანსურ გაკოტრებასთან. სამართლიანობა დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია. სამართლიანობა ქვეყანაში დასრულდა და შესაბამისად დემოკრატიაც გაქრა. ჩვენმა დიდმა ჩრდილოელმა მეზობელმა კარგად იცის ეს პრაქტიკა.

სტატიების უმეტესობა თავდაპირველად ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დაიწრა და მეგობრების დახმარებით გადაითარგმნა ქართულად. მე არ ვიცი ქართული ენამ ისე როგორც მშობლიური ენა და ამიტომ ეს ნამუშევარიც სასწავლო გამოცდილებაა.

საიტი იყენებს ფუნთუშებს, გვერდების უკეთ მონახულებისთვის. დამატებითი ინფორმაცია ქუქი გამოყენების შესახებ.