Copyright© პიერ ცაგურია - 2025 Powered by Catalogger
პიერ ცაგურია /
სახეცვალების თარიღი 2024-12-18 / ხედის რაოდენობა 155

ძალაუფლება ჩამორთმეული

ძალაუფლება ჩამორთმეული

პირველი მომსმენით მიღებული „რუსული კანონი“ წარმოადგენს ხალხის აზრისა და ნების საწინააღმდეგოგ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქართველ ხალხს აღარ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და თქვას საკუთარი სიტყვა. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მიერ უკვე შელახული ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებები სულ უფრო ვიწროვდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც ახლა პატიმრობაშია, 2009 წელს განხორციელდა საკანონდმებლო ცვლიელბა, რომელიც გულისხმობდა, საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტო მართველობაზე გადასვლას, რადგანაც იგი მესამე ვადით ვეღარ იყრიდა კენჭს, სწორედ ამიტომ მისი განზრახვა იყო გამხდარიყო პრემიერ მინისტრი. აღნიშნული კანონს ჯერ კიდევ 2011 წელს უყარეს კენჭი, ხოლო ძალაში შევიდა ამჯამინდელი ხელისუფლების მმაღტველობისას 2012 წელს.

საპარლამენტო სისტემა ფართოდ არის გავრცელებული დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში, რაც უზრუნველყოფს ძალათა გარკვეულ ბალანსს და საშუალებას აძლევს თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ მონაცვლეობას. ასეთი მოდელი საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპის ქვეყნებში, რადგან საპარლამენტო სისტემებს არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა ერთ ღამეში, რათა მოახდინონ ძალაუფლების უზურპაცია, ამიტომ კოალიციური მმართველობა უზრუნველყოფს დაადასტუროს საკონსტიტუციო ცვლილებები ან გაიტანოს სახალხო კენჭისყრაზე რეფერენდუმის სახით. გარდა ამისა, ევროპული სამართლებრივი სისტემები ფუნქციონირებს ავტონომიურად. კანონის აღსრულება ყველასთვის ხდება კონტრ-ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა დაეყრდნოს გაუმართაობის შემთხვევაში. ეს ორი პუნქტი არ არის ქართულ სისტემაში.

საპრეზიდენტო სისტემის დასრულება საპარლამენტო სისტემის სასარგებლოდ, უმრავლესობის პარტიის ლიდერისთვის სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილების მინიჭება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და პრეზიდენტის თანამდებობის დაქვეითება საპატიო თანამდებობაზე ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაური არ არის არჩეული, არამედ არის დანიშნული ადმინისტრაციული მექანიზმებით.

ქართველი ხალხი ვეღარ ირჩევს თავის ქვეყნის მეთაურს! ბოლო წლებში ვნახეთ საქართველოს რამდენიმე პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს მეთაური, რომლებიც ხალხის მიერ არ იყვნენ არჩეულები. ჩვენ ასევე ვნახეთ სხვადასხვა მიმართულებები ქართველი ხალხის მისწრაფებებსა და სხვადასხვა პრემიერ-მინისტრების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განხორციელებას შორის.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი უყარეს ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე. არჩეულმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ იმ ხალხის ინტერესებს, ვინც მათ აირჩიეს, მიითვისეს არა მხოლოდ ეკონომიკური სიმდიდრე, არამედ ყველანაირი პოლიტიკური ძალა.

ქვეყნის პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევის დასრულება ქვეყნის „დიდებულების“ მიერ დანიშვნის სასარგებლოდ არის ქართველი ხალხისგან ჩამორთმეული ძალაუფლების კიდევ ერთი მაგალითი. ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აღარ აირჩევენ, არამედ წარადგენენ. ქართველ ხალხს სათქმელი აღარ ექნება! აზრის გამოთქმას ვეღარ შეძლებენ. საკონსტიტუციო ცვლილება ისევ ქართველ ხალხთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორი ფუნქცია ახლა პოლიტიკური პარტიების ლიდერების ხელშია.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ უფრო არის ხელში ჩაგდებული ძალაუფლების გამოხატულება. დამოუკიდებელი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული შედეგები სრულიად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ შედეგებს. მმართველმა პარტიამ მოიპოვა ხმების 53%, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმცირესობაშია ქვეყნის უმეტეს ოლქში.

საარჩევნო კამპანია სავსე იყო დაშინებით, ოპოზიციონერ კანდიდატებზე ფიზიკური თავდასხმებით და კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისთვის კომუნიკაციაზე წვდომის აკრძალვით.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები არჩევნების დროს, თაღლითობისა და გაფლანგვის შესახებ, კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენს მიმართ არსებული არაკეთილმოსურნე ძალების დანაშაულზე.

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქართველი ხალხის აზრი გამოხატვის უკანასკნელ საშუალებად რჩება, აღარანაირი ღირებულება აღარ აქვს: ძალაუფლება ჩამორთმეულია.

ოფიციალური განცხადებების თანახმად, „რუსული კანონი“ შემოღებულ იქნა უცხოური გავლენის შეზღუდვის მიზნით. თუმცა, ჯერ კიდევ ხელისუფლების მიერ შედეგების გამოცხადებამდე, ევროპისა და მისი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ნეგატიურნმა პოლიტიკოსმა მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე კონტროლი და ყალბი შედეგების გამოცხადება. არჩევნების მოპარვა უცხო ძალების კარნახით იყო მოწყობილი.

ეს არა მარტო საგარეო ჩარევის შემთხვევაა საქართველოს საშინაო საქმეების მართვაში, არამედ ის, რომ ეს ადამიანები ჩაერივნენ ოფიციალურ შედეგებამდე, ეს არა მხოლოდ ზოგადად დემოკრატიის დაცინვაა, არამედ ქართველი ხალხის სახეში შეფურთხება.

ძალაუფლების ჩამორთმევა არის ასევე ეკონომიკური საკითხი. ქართველ ხალხს აქვს პრობლემები ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებთან. მოხმარება გაიზარდა ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში. შეიცვალა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების დონე და მნიშვნელოვანი გახდა დაფინანსების მოპოვების საჭიროება. ძალაუფლების ჩამორთმევა ასევე ხდება მომხმარებლების მიმართაც. ამომრჩევლის ნებაზე იძულების ელემენტად. გაცვლის სტანდარტულ სისტემაში, რომელიც ცნობილია როგორც ლიბერალური, მიწოდებამ და მოთხოვნამ უნდა გამოიწვიოს საბაზრო ფასი და იგივე ეხება ფულის ფასსაც ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთებს.

საქართველოში ფინანსურ ბაზარზე მართლაც რამდენიმე მოთამაშეა. მაგრამ, მაღალი შემოსავლების შესანარჩუნებლად, ისინი თანხმდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ ბაზრის ეფექტი და ამით დაიპყრონ ჩვენი შემოსავლის უფრო დიდი წილი სამომხმარებლო კრედიტის გადაჭარბებული საპროცენტო განაკვეთებით. ევროპაში ასეთი პრაქტიკა ფინანსურ ინსტიტუტს ძალიან ძვირი დაუჯდება. საქართველოში კი, ჩვენ, მომხმარებლებს, გვაიძულებენ გავღარიბდეთ ფინანსური ბაზრის მოთამაშეების მიერ მოსყიდული ჩვენი წარმომადგენლების მიერ მიღებული კანონებით.

მარყუჟი მოჭერილია: მომხმარებელს, ამომრჩეველს, გადასახადის გადამხდელს, რომელიც განაპირობებს ერის სიცოცხლისუნარიანობას, წაერთმევა ხმის უფლება და მის ეკონომიკურ არსებობას საფრთხე შეექმნება ერთი და იგივე ხალხის მიერ: პარლამენტის წევრები, ფინანსური ორგანიზაციები და მმართველი პარტიის წევრები. ხელისუფლებაში ერთი და იგივე სახელები გვხვდება თითოეულ ამ კატეგორიაში. უუფლებო უფლებების ჩამორთმევა და გადარჩენის ეკონომიკური საშუალებების საფრთხე ბევრი ჩვენგანისთვის არის მმართველი პარტიის თორმეტი წლის შედეგი.

1924 წელს საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ აჯანყება დასრულდა, რადგან წინააღმდეგობის მებრძოლებს ქართველმა ბოლშევიკებმა უღალატეს, რის შედეგადაც საბჭოთა კავშირის მიერ ჩვენი ქვეყნის 70-წლიანი ოკუპაცია განხორციელდა. 2024 წელს, 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, ქართველი ხალხის ნებას, ბოლო მოეღო რუსული იმპერიალიზმით, ქართველებს უღალატა ასევე ქართველმა მაფიოზთა ჯგუფმა რუსეთის სასარგებლოდ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი გამდიდრებით არიან დაკავებულები.

და მაინც, შეიძლება ითქვას,რომ არაფერი შეცვლილა. ოპოზიციის დემონსტრაციებისა და სტუდენტების მსვლელობების გარდა, როგორც ჩანს, ყველაფერი ნორმალურად იქნება.

საპარლამენტო არჩევნებს ორი დადებითი შედეგი მოჰყვა:

- ქართველმა ხალხმა გაიგო მისი წარმომადგენლების მიერ ძალაუფლების ჩამორთმევის შესახებ.

- და ქართველმა ხალხმა გააცნობიერა მის ქვეყანაში სამართლიანობის სრული არარსებობა.

ამ არჩევნებს მოჰყვება ასევე უარყოფითი შედეგებიც:

- მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული იქნება წავიდეს და შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ ერთხელ შემცირდება.

- გარე სამყარომ თავად შეძლო დაენახა საქართველოში მმხდარი „სტიქიის“ მასშტაბები და ფეოდალური ტოტალიტარიზმის დადგომა ქვეყანაში, რომელსაც ევროპული მომავალი ჰქონდა.

- მეორე პუნქტის გამო, ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლები და ინვესტორები უკვე ორჯერ დაფიქრდებიან ქვეყანაში ჩამოსვლამდე, სადაც ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს კანონები და შეცვალოს კონსტიტუცია საკუთარი საჭიროებების შესაბამისად და სადაც სასამართლო სისტემა არ არსებობს.

ამ ფონზე ადვილი წარმოსადგენია საზოგადოების მზარდი უნდობლობა ინსტიტუციების და ვინც მათ უნდა წარმოადგენდეს მათ მიმართ.

სურათის ჩაბნელება და ყველას დემორალიზება ადვილია. თუმცა, თუ კონსტიტუციით ვიხელმძღვანელებთ, უფრო ზუსტად კი მიმვმართავთ მესამე მუხლს „დემოკრატია“-ს, მე-2 პუნქტში, წერია:

« 2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. »

კიდევ ერთხელ წავიკითხოთ:

ხალხი ძალაუფლებას თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს. ჩვენ ვრცლად დავინახეთ, რომ ეს კურსი სრულად არის გადახრილი და ქართველი ხალხის წარმომადგენლები დღევანდელ კონტექსტში უნდა გამოვიდნენ. ეს წინადადების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოვაშოროთ ე.წ არასანდო წარმომადგენლები და წინადადება ჟღერს შემდეგნაირად:

ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმებით და პირდაპირი დემოკრატიის სხვა ფორმებით.

ყველას სმენია რეფერენდუმის შესახებ და აქვს გარკვეული წარმოდგენა ხალხის ნების გამოხატვის ამ საშუალების სარგებლიანობაზე. პირდაპირი დემოკრატია არის ის, რაც ნაკლებად ცნობილია, რისი დანახვაც პოლიტიკოსებსა და ინსტიტუციონალისტებს ურჩევნიათ. პირდაპირი დემოკრატია არის, როდესაც ხალხი წყვეტს ქვეყნის პოლიტიკასა და კანონებს პირდაპირი კენჭისყრის ამტკიცებს.

უცებ ჰორიზონტზე რაღაც სინათლე ჩნდება, გამოსავალი იქნება.

მომავალ სტატიაში განვიხილავ ჩემს ხედვას პირდაპირი დემოკრატიისა და მისი შესაძლო გამოყენების შესახებ საქართველოში.

საიტი იყენებს ფუნთუშებს, გვერდების უკეთ მონახულებისთვის. დამატებითი ინფორმაცია ქუქი გამოყენების შესახებ.